პროექტი





პროექტის სახელი - მონაცემთა ანალიზი და სტატისტიკა
პროექტის მოკლე აღწერა - მონაცემთა შეგროვება, კლასიფიკაცია, სიხშირეთა ცხრილის შედგენა, მონაცემთა თვალსაჩინოთ წარმოდგენის სხვადასხვა ხერხები.პროექტის სრული აღწერა - მოსწავლეები მოიძიებენ ცნობარში ან ინტერნეტით საქართველოს სპორტსმენთა გამოსვლის შედეგები ოლიმპიურ თამაშებზე (2000 წლიდან). შეაფასებენ მათი გამოსვლები ქულებით, მაგალითად, ოქროს მედალი - 4 ქულა, ვერცხლის მედალი - 2 ქულა, ბრინჯაოს მედალი - 1 ქულა. შეაჯამებენ ქულები ყოველ ოლიმპიურ წელს, შეადგენენ სიხშირეთა ცხრილი და წარმოადგინებენ ეს მონაცემები სხვადასხვა (წერტილოვანი, სვეტოვანი, პიქტოგრამა, წრიული, ხაზოვანი) დიაგრამის სახით.
მონაწილეთა ასაკი - VIII კლასი
ვადები/ხანგრძლივობა - ერთი თვე
აქტივობები კლასში
1. მასწავლებლის მიერ ინფორმაციის მიწოდება.
2.
საპროექტო ჯგუფების ჩამოყალიბება და ფუნქციების განაწილება:
) I ჯგუფს ევალება: მოიძიონ ინფორმაცია და შეადგინონ სიხშირეთა ცხრილი;
) II ჯგუფს ევალება: წარმოადგინონ ეს მონაცემები წერტილოვანი, სვეტოვანი, პიქტოგრამა, წრიული, ხაზოვანი დიაგრამის სახით და გამოაქვეყნონ კედლის გაზეთის საშუალებით;
) III ჯგუფს ევალება: მოამზადონ ფოტო-ვიდეო მასალა, ფოტო - გამოფენა და სასწავლო სლაიდშოუ საპრეზენტაციო პროგრამაში.
3.
დისკუსია.მოსალოდნელი შედეგები 
1.
მონაცემების მოძიება
2.
მონაცემების დამუშავება
3.
მონაცემების წარმოდგენა სხვადასხვა დიაგრამის სახით
4.
ფოტო - გამოფენა
5.
სლაიდშოუს პრეზენტაცია
სარგებელი სხვებისთვის
გაეცნობიან საქართველოს ოლიმპიური სპორტსმენების შესახებ
გაეცნობიან სხვადასხვა დიაგრამების შესახებ
იმსჯელებენ: თითოეული დიაგრამა რა დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა?
საგანთა შორის კავშირი/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

მათემატიკა, ისტორია, სპორტი, ისტ-.
მათ.X.13. მოსწავლე მოიპოვებს დასმული ამოცანის ამოსახსნელად საჭირო თვისებრივ და რაოდენობრივ მონაცემებს;
მათ.X.14. მოსწავლე აწესრიგებს და წარმოადგენს თვისებრივ და რაოდენობრივ მონაცემებს დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით;
მათ.X.16. მოსწავლე აკეთებს მონაცემთა ანალიზს და აყალიბებს დასკვნებს.სასწავლო პროექტის შეფასების რუბრიკა





No comments:

Post a Comment