გაკვეთილის მთავარი თემა
|
მარტივი და შედგენილი რიცხვები
|
მასწავლებელი
|
ევა ზითანიშვილი
|
სწავლების საფეხური
|
V
კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
კლასში 33 მოსწავლე
განსაკუთრებული მიდგომების საჭიროების მქონე მოსწავლეები კლასში არ არის
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
მოსწავლეს განუვითარდება სიმრავლეთ კლასიფიკაციის და ანალიზის უნარი
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
მოსწავლე გაიცნობს მარტივი და შედგენილი რიცხვების ცნებათა შინაარსს; შეძლებს მარტივი რიცხვების მაგალითების დასახელებას; გაიწაფება რიცხვის მარტივ მამრავლებად დაშლაში; შეძლებს მითითებული რიცხვების გამყოფების დასახელებას
მათ. V.1. მოსწავლეს
შეუძლია
ახალი
რიცხვითი
სახელების
და
პოზიციური
სისტემის
გამოყენება
და
ნატურალური
რიცხვების
კლასიფიკაცია.
პოულობს მოცემული ერთნიშნა და ორნიშნა რიცხვების ჯერადებსა და გამყოფებს.
განასხვავებს კენტ, ლუწ, მარტივ და შედგენილ რიცხვებს, ასაბუთებს 2-ზე და 5-ზე გაყოფადობის ნიშნებს;
|
წინასწარი ცოდნა
|
რიცხვის გამყოფები და ჯერადები
რიცხვების გაყოფადობის ნიშნები, ანუ რომელი რიცხვი რომელ რიცხვზე იყოფა უნაშთოდ
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
შეფასების კრიტერიუმები
ცნებების : ,,მარტივი“ ,,შედგენილი“ გააზრება
ტერმინების: ,,მარტივი“ ,,შედგენილი“ სამეტყველო პრაქტიკაში აქტიური გამოყენება
კონკრეტული რიცხვების დაშლა მარტივ მამრავლებად
რიცხვის ჩაწერა ხარისხების ნამრავლის სახით
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
ციფრებიანი ბარათები, სასწავლო ბარათები, დაფა,ცარცი
მასწავლებლისა და მოსწავლის სახელმძღვანელო მათემატიკა V გოგიშვილი, ვეფხვაძე, მებონია, ქურჩიშვილი
http://www.slideboom.com/presentations/718645/მარტივი-რიცხვები
|
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
|
აქტივობა1 ( 3 წთ)
დაფაზე ჩამოწერილია მიმდევრობით ნატურალური რიცხვები
გაკვეთილი იწყება კითხვა-პასუხის რეჟიმში
რა ჰქვია დაფაზე ჩამოწერილ რიცხვებს?
რა არის ნატურალური რიცხვი?
რა არის ლუწი (კენტი) რიცხვი?
კენტი (ლუწი) რიცხვი ნატურალური რიცხვია?
აქტივობა 2 ( 4წთ)
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეს დაფაზე დახატულ კონვერტებში (ერთ კონვერტს აწერია ლუწი, მეორეს კენტი) ,,ისრით“ ჩაალაგონ მოცემული რიცხვები
ნატურალურ რიცხვებში არის ლუწი და კენტი რიცხვების გარდა სხვა რომელიმე რიცხვი?
რaმდენ კლასად დაიყო ნატურალური რიცხვები?
აქტივობა 3 ( 5 წთ)
მასწავლებელი დაფაზე ხატავს ორ სხვა კონვერტს ერთს აწერს ,,რიცხვები რომლებსაც ორი გამყოფი აქვს“, მეორეს ,,ორზე მეტი გამყოფი“
მოსწავლეები აქაც გაანაწილებენ რიცხვებს კონვერტებში
1-იანი რატომ დარჩა კონვერტის გარეშე
რამდენი გამყოფი აქვს1-ს?
ჯერადი რამდენი აქვს?
მასწავლებელი განუმარტავს ,,მარტივი“ და ,,შედგენილი“ რიცხვების ცნებას
მოსწავლეები გაითავისებენ რომ მარტივი რიცხვები იყოფა მხოლოდ 1-ზე და თავის თავზე
შედგენილი რიცხვი იყოფა მხოლოდ 1-ზე, თავის თავზე და კიდევ ერთ რიცხვზე მაინც
მოსწავლეებს არ გაუჭირდებათ ნატურალური რიცხვების კლასიფიკაცია მარტივი და შედგენილი რიცხვების მიხედვით და კონვერტებსაც გამოუცვლიან სახელებს
რამდენ კლასად დაიყო ნატურალური რიცხვები?
აქტივობა 4 ( 5 წთ)
მასწავლებელი მოსწავლეებს დაურიგებს სასწავლო ჯიპრაიდის ბარათებს დაალაგონ მარტივი და შედგენილი რიცხვები.
აქტივობა 5 ( 5 წთ)
დაფაზე გაკრულია 2- დან 100- მდე რიცხვების ცხრილი
მასწავლებლის ინსტრუქცია: ცხრილში 2 (პირველი მარტივი რიცხვი) დავტოვოთ და 2-ის ჯერადები წავშალოთ; 3 დავტვოთ და 3-ის ჯერადები წავშალოთ ...დარჩება ცხრილში მხოლოდ მარტივი რიცხვები
აქტივობა 6 ( 5 წთ)
მარტივ რიცხვებში რამდენია ლუწი რიცხვი?
მარტივ რიცხვს, მარტივი რიცხვი, რომ მივუმატოთ შეძლება ისევ მარტივი რიცხვი მივიღოთ?
თუ შესაძლებელია მოიყვანეთ მაგალითები
აქტივობა7 ( 6 წთ)
ნებისმიერი რიცხვი იშლება მარტივ მამარავლებად მასწავლებელი ანახებს რამდენიმე ხერხს და რიცხვს ჩაწერს მარტივი მამრავლების ხარისხების ნამრავლის სახით
აქტივობა1 ( 8წთ)
მოსწავლეები შეასრულებენ სახელმძღვანელოს სავარჯიშოებს და დამოუკიდებალ სამუშაოს
დამოუკიდებელ სამუშაოში ჩართული იქნება შემდეგი სახის დავალებები
მოცემული რისხვის დაშლა მამრავლებად გამყოფთა ხის საშუალებით
რიცხვის ჩაწერა ხარისხის სახით
მარტივ გამყოფთა რაოდენობის დასახელება
აქტივობა1 ( 1 წთ)
(დაფაზე) ამოხსენით რებუსი ,2 9’’ ,7’’
აქტივობა1 ( 1 წთ)
ჩამოთვლილი რიცხვებიდან რომელი რიცხვია შედგენილი
აქტივობა1 ( 2 წთ)
საშინაო დავალება
|
გაკვეთილის გეგმა
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment